დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას აკადემიის პირადი შემადგენლობა დაესწრო.
ღონისძიების ბოლოს, აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.