სიახლეები

სამწყობრო მოედანზე აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ, აკადემიის ინსტიტუციონალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულებისათვის და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პირადი შემადგენლობა სტატუეტებით „დავით აღმაშენებელი“ და  „იუნკერი“ დააჯილდოვა .
აკადემიის რექტორის ბრძანებით საპატიო სიგელით და რექტორის პირადი საჩუქრით  დაჯილდოვდა 6 სამხედრო მოსამსახურე და 4 სამოქალაქო პირი.
სანიმუშო დისციპლინის, სწავლასა და ფიზიკურ მომზადებაში მაღალი შედეგების მიღწევისათვის 3 იუნკერს და 1 საკანდიდატო კურსის მსმენელს გადაეცათ რექტორის პირადი საჩუქარი.
ღონისძიების ბოლოს წარჩინებულმა იუნკერებმა აღმართეს სახელმწიფო დროშა.