ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია „მშვიდობისა და სტაბილურობის თანამედროვე გამოწვევები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის იუნკერებმა და მსმენელებმა.
კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა ნაშრომები სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესახებ. ღონისძიებამ აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, იყო დისკუსია აქტუალურ თემებზე.
დასასრულს, მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა სერტიფიკატები გადასცა.