სიახლეები

აკადემიის ხელმძღვანელი პირების სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის თავდაცვის უნივერსიტეტში

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული  თავდაცვის აკადემიის დელეგაცია აკადემიის რექტორის მოადგილის პოლკოვნიკ ზურაბ ზერეკიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, აზერბაიჯანის ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტში. 
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გენერალ-მაიორ არიფ ჰასანოვთან, რომელმაც წარადგინა გაცნობითი სახის პრეზენტაცია უნივერსიტეტის ისტორიაზე, საგანმანათლებლო სისტემაზე და სამხედრო განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე. შეხვედრის დროს აგრეთვე განიხილეს სამხედრო განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ.  
სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას აკადემიის დელეგაცია ესტუმრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯამშიდ ნახჩევანსკის სახელობის სამხედრო ლიცეუმს და ჰეიდარ ალიევის სახელობის სამხედრო ინსტიტუტს, სადაც აკადემიის დელეგაციას უმასპინძლეს სამხედრო სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელმა პირებმა. შეხვედრების მიმდინარეობისას მხარეებმა ერთმანეთს გაცნობითი სახის პრეზენტაციები წარუდგინეს და სამხედრო-აკადემიური საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნული შეხვედრების ფორმატი ამყარებს პარტნიორულ კავშირებს საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან სამხედრო განათლების სფეროში. აკადემიისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი თანამშრომლობის ფორმატში სამუშაო შეხვედრების გამართვა გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.