საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
პრეზიდენტს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სამხედრო სასწავლებლის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები გააცნო. მიხეილ ყაველაშვილმა იუნკერების საცხოვრებელი ყაზარმები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი, რეკრეაციული და სპორტული სივრცეები, ასევე, აკადემიის მუზეუმი დაათვალიერა და სტუმრების წიგნში ჩანაწერიც დატოვა.