სიახლეები

ზამთრის საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის მსმენელებთან და მეოთხე კურსის იუნკერებთან ჩატარდა ზამთრის საველე სწავლება სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე. 
ზამთრის საველე სწავლება მოიცავდა ქვეითი ათეულის/ოცეულის ზომის ქვედანაყოფების ზამთრის რთულ კლიმატურ პირობებში ტაქტიკურ მოქმედებებს. სწავლებაში მონაწილეებმა გამოიმუშავეს მაღალ მთაში რთული რელიეფის პირობებში  თვითგადარჩენის ხერხები. სწავლების მიმდინარეობისას იუნკერებმა და მსმენელებმა შეისწავლეს თოვლის საფარით თავშესაფრების მოწყობა, გადაადგილება და დახვეწეს რთულ კლიმატურ პირობებში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის უნარები.
ასეთი სახის საველე სწავლებები მნიშვნელოვანია მომავალი მეთაურებისთვის, რათა მაღალ მთაში ზამთრის რთულ კლიმატურ პირობებში ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ საბრძოლო დავალებები.