სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის იუნკერებმა დავით დავითურმა და გიორგი შათირიშვილმა აშშ-ს ქ. ანაპოლისში, საზღვაო აკადემიაში გამართულ „ლიდერობის კონფერენცია“-ში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენცია მოიცავდა სამ ძირითად განსახილველ თემას „თავმდაბლობის როლი უმცროსი ოფიცრის განვითარებაში“, "რატომ, ფორმაში და ფორმის გარეთ“, და „ლიდერობა უფრო დიდი პასუხისმგებლობით, სწავლის უწყვეტობა“ - აღნიშნულ თემების განსახილველად მოწვეულნი იყვნენ უმაღლესი სამხედრო რანგის პირები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა შტატებიდან მოწვეულნი სამხედრო აკადემიის კადეტები, უცხო ქვეყნების სამხედრო აკადემიის წარმომადგენლები და უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუდენტები. თემების განხილვის შემდეგ მოწვეული კადეტები და სტუდენტები შესაბამის სამუშაო ჯგუფებში განიხილავდნენ და მსჯელობდნენ მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებისა და დანერგვის მეთოდებზე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სტუდენტებს შორის აყალიბებს მეგობრულ გარემოს, რაც ქმნის ხანგრძლივ ურთიერთობებს სტუდენტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ასევე, ავითარებს სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა თანამედროვე გამოწვევების შესახებ და შეიძინონ გამოცდილება მსგავს სფეროებში.