სიახლეები

იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს თერჯოლაში

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში თერჯოლაში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.

იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა.

გმირთა დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა. ღონისძიების ფარგლებში თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტმა გიორგიმ, სასულიერო პირებთან ერთად ქართველ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.