სიახლეები

აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 5 მარტის 10:00 საათიდან - 2 აპრილის 18:00 საათამდე და რომლებსაც 2025 წელს არ უსრულდებათ 24 წელი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: https://www.naec.ge/#/ge/index

ეროვნული თავდაცვის აკადემია აბიტურიენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:

 

თავდაცვა და უსაფრთხოება

სამართალი

მენეჯმენტი

ინფორმატიკა

საავიაციო ინჟინერია

მექანიკის ინჟინერია

 

აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის კოდი 155

ეროვნული თავდაცვის აკადემია გისურვებთ წარმატებას