სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია იტალიის რესპუბლიკის ქ. პალერმოში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია იტალიის რესპუბლიკის ქ. პალერმოში დაესწრო მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის საერთაშორისო ფორუმის მიერ ორგანიზებულ V საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ადამიანის უსაფრთხოება, გამოწვევების მოგვარება და მდგრადობის გაზრდა“.

მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთაშორისო ფორუმი სამი სხვადასხვა პანელის მეშვეობით განიხილავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჰიბრიდული ომი, ბავშვები ომში და ადამიანის უსაფრთხოების მიდგომები. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა დემეტრე ჩხაიძემ და სოფო კახნიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ფორუმის აკადემიურ ნაწილშიც და წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე „ომის გავლენა ბავშვებზე“.

ფორუმში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 80 საგანმანათლებლო დაწესებულება და 25 საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე ფორუმის აკადემიურ ნაწილს ხელმძღვანელობდნენ მსოფლიოს წამყვანი სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები.

აღნიშნული ფორუმის ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა, ასევე აღიშნული ფორუმი ავითარებს სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს, იუნკერებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა თანამედროვე გამოწვევების შესახებ და შეიძინონ გამოცდილება მსგავს სფეროებში.