სიახლეები

აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება დაიწყო

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება დაიწყო!

საბუთების მიღება მიმდინარეობს 15 აპრილიდან 23 ივნისის ჩათვლით.

გახდი იუნკერი!

მიიღე 21-ე საუკუნის შესაბამისი სამხედრო და აკადემიური განათლება

ისწავლე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში

ისარგებლე სწავლის სრული დაფინანსებით და მიიღე ყოველთვიური გარანტირებული სტიპენდია

საბუთების მიღება ხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი;

საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94. 599 90 15 61.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://eta.edu.ge/ge/page/111/gaxdi-iunkeri