სიახლეები

აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება

2025 წლის 6 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება.

პროგრამაზე საკუთარი სურვილით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, კონტრაქტის საფუძველზე მიიღებიან:

30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები.

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები.

სასწავლო პროცესი განხორციელდება ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2 წლის განმავლობაში.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამხედრო ვალდებულების მქონე პირს ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება.

პროგრამაზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფს კანდიდატთა მიმღები კომისია.

შერჩევა განხორციელდება:

ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით.

სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება იწარმოებს 6 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქ გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.

2025-2027 სასწავლო წლის რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე, სასწავლო პროცესი დაიწყება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან.

: https://eta.edu.ge/.../rezervis-umcrosi-oficris...

საკონტაქტო ინფორმაცია:

: [email protected];

: 577 39 01 94; 599 90 15 61;

: გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ;

სამუშაო საათები:

ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00 -17:00 სთ; პარასკევი 09:00-15:00 სთ