სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრები სკოლებთან

ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციის, აბიტურიენტთა მოზიდვის და აკადემიის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით იუნკერთა სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ქვეყნის მასშტაბით 41 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის 1274 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან, როგორც პირისპირ შეხვედრის ასევე დისტანციურ  რეჟიმში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე გაავრცელეს აკადემიის შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ბუკლეტები.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები აგრეთვე ჩატარდა 51 აზერბაიჯანულენოვანი და 34 სომხურენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

საინფორმაციო შეხვედრების მიმდინარეობის დროს სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციის საშუალებით გასცნობოდნენ აკადემიაში მოქმედ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს, სწავლების სპეციფიკას და   აკადემიაში იუნკერთათვის არსებულ სერვისებს და ინფრასტრუქტურას.

საინფორმაციო შეხვედრებმა სკოლის მოსწავლეებში გამოიწვია დიდი ინტერესი, შეხვედრების დროს დაისვა არაერთი კითხვა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების სპეციფიკასთან დაკავშირებით, რაზედაც იუნკერებმა კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.