2025 წლის 6-17 ივნისის პერიოდში, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიამ აშშ-ის საზღვაო აკადემიის კადეტებს და პროფესორს უმასპინძლა. სტუმრებს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური, G-5 სამსახურის წარმომადგენლები და იუნკერები შეხვდნენ და აკადემიის საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამები და სტრუქტურა გააცნეს.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა კადეტებმა აკადემიის იუნკერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებში და ჩართულნი იყვნენ აკადემიაში მიმდინარე ყოველდღიურ აქტივობებში.
ვიზიტი მიზნად ისახავდა აკადემიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და სტუმრებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის გაცნობას.