სიახლეები

საერთაშორისო კვირეული

2025 წლის 9-14 ივნისის პერიოდში, რუმინეთის ნიკოლაე ბალჩესკუს სახელობის სამხედრო აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო კვირეული, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა, კვირეულს ესწრებოდნენ თერთმეტი ქვეყნის უმაღლესი სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულება.

ღონისძიება მოიცავდა რუმინეთის სამხედრო აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტს. სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი სასწავლებლების პრეზენტაციას, საერთაშორისო აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცვლას სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია და მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები. კონფერენცია ჩატარდა პანელური სისტემით, რომელიც მოიცავდა ხუთ სხვადასხვა პანელს: თავდაცვა და უსაფრთხოება; სამხედრო განათლება; ეკონომიკა, ადმინისტრირებ, სამართალი, ლიდერობა და მენეჯმენტი; ტექნიკური მეცნიერებები და ტექნოლოგიები, სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 174 მკვლევარმა და ჯამში 97 ნაშრომი იქნა წარდგენილი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები თემატიკიდან გამომდინარე ესწრებოდნენ პანელურ შეხვედრებს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების მონაწილეობა მსგავს საერთაშორისო აქტივობებში აღრმავებს ურთიერთობებს აკადემიასა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებს შორის და ქმნის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს სამხედრო სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებებით.