დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ფილოლოგი თამაზ ჯოლოგუა ესტუმრა. ბატონმა თამაზმა კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს ლექცია ჩაუტარა თემაზე „ერის რაობა და ფუნქცია ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისით“.
ლექციის დასაწყისში მან განიხილა ილია ჭავჭავაძის დროინდელი ეპოქა, რომ მსმენელებს საშუალება ჰქონოდათ ეპოქის კონტექსტში დაენახათ ის წარუშლელი კვალი, რომელიც მან დატოვა. ლექციის მსვლელობისას ბატონმა თამაზმა ეროვნული იდენტობის ილიასეულ მახასიათებლებზე ისაუბრა, რომლებიცაა: ენა, ისტორია და სარწმუნოება (კულტურა). იგი ასევე შეეხო ევროპას, როგორც ქვეყნის განვითარების პერსპექტივას ილიას თვალსაზრისით. ლექციის ბოლოს მსმენელებმა კითხვები დაუსვეს ილია ჭავჭავაძის საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეობაზე.
ლექციის დასრულების შემდეგ თამაზ ჯოლოგუამ აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.