ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებით, მორიგი სამხედრო წოდება ,,ვიცე-პოლკოვნიკი" მიენიჭა ორ სამხედრო მოსამსახურეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამხედრო განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის უწყებრივი მედლით „გიორგი ჭყონდიდელი-მწიგნობართუხუცესი“ დაჯილდოვდა აკადემიის ორი პროფესორი.
გასული თვის განმავლობაში სანიმუშო დისციპლინის, სწავლის და ფიზიკური მომზადების გამოვლინებისთვის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირადი საჩუქარი გადაეცა ოთხ იუნკერს და ორ მსმენელს. დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის ,,საპატიო სიგელით" წახალისებულ იქნა ორი სამხედრო მოსამსახურე და ორი სამოქალაქო პირი.
ღონისძიების ბოლოს წარჩინებულმა იუნკერებმა აღმართეს სახელმწიფო დროშა.