სიახლეები

წმინდა მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით აკადემიაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა

2003 წლის 20 თებერვალს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა. წმინდა მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით აკადემიაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში აკადემიის მმართველმა რგოლმა პატივი მიაგო წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსოვნას და გვირგვინით შეამკო მისი ძეგლი.

აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში აკადემიის კაპელანმა, მამა გიორგიმ, პარაკლისი აღავლინა. მსახურებას დაესწრო აკადემიის მმართველი რგოლი და პირადი შემადგენლობა. პარაკლისის დასრულების შემდეგ აკადემიის კაპელანმა ღვთისმსახურებაზე დამსწრე პირადი შემადგენლობა დალოცა.

ღონისძიების ფარგლებში აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა სპექტაკლი „დავით აღმაშენებელი“ წარმოადგინეს, რომელშიც იმ ეპოქის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები გააცოცხლეს.