სიახლეები

სწავლების ინოვაციური საპილოტე პროგრამა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის მეთაურის, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის ინიციატივით, განხორციელდა ინოვაციური საპილოტე სწავლება, რომელიც ჩატარდა აკადემიის სწავლებების მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის მიერ. სწავლება განხორციელდა განსხვავებული მეთოდოლოგიით და წარმოადგენს ახალ პრეცედენტს, როდესაც ოფიცრებმა იუნკერებს უშუალოდ უჩვენეს ოცეულის საბრძოლო ბრძანების გაცემისა და აღსრულების სრული ციკლი. აღნიშნული სწავლება იუნკერებს უვითარებს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში დაგეგმილ სიმულაციურ (JTEC) სწავლებისთვის საჭირო სამეთაურო უნარ-ჩვევებს.

სწავლება მიზნად ისახავს იუნკერებისთვის საბრძოლო ბრძანების გაცემისა და აღსრულების პროცესის უფრო ღრმა და პრაქტიკულ გააზრებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომავალი ოფიცრების პროფესიულ განვითარებასა და ოპერატიული აზროვნების ჩამოყალიბებას.