სიახლეები

პირადი შემადგენლობის დაჯილდოება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებით, მორიგი სამხედრო წოდება მიენიჭა ხუთ სამხედრო მოსამსახურეს.

გასული თვის განმავლობაში სანიმუშო დისციპლინის, სწავლის და ფიზიკური მომზადების მაღალი დონის გამოვლინებისთვის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის პირადი საჩუქარი გადაეცა ოთხ იუნკერს და ორ მსმენელს. დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის ,,საპატიო სიგელით" წახალისებულ იქნა ორი სამხედრო მოსამსახურე და ორი სამოქალაქო პირი.

ღონისძიების ბოლოს წარჩინებულმა იუნკერებმა აღმართეს სახელმწიფო დროშა.