2026 წლის 5 მაისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო.
პროგრამაზე საკუთარი სურვილით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღებიან
საქართველოს მოქალაქეები:
რომელთა ასაკი არ აღემატება 30 წელს;
ფლობენ სახელმწიფო ენას;
არიან ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამის მე-3 ან მე-4 კურსის და სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის მე-2 ან მე-3 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები;
ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები;
რიგითების, კაპრალების ან სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო
მოსამსახურეები, რომელთა ასაკი არ აღემატება 30 წელს და რომლებიც არიან ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი (გარდა ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამის I-IV სემესტრის და სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის I-II სემესტრის სტუდენტებისა) ან აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
სასწავლო პროცესი განხორციელდება ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2 წლის განმავლობაში.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამხედრო ვალდებულების მქონე პირებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.
პროგრამაზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფს კანდიდატთა მიმღები კომისია.
შერჩევა განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების ჩაბარება;
ფსიქოლოგიური შემოწმება;
სამედიცინო შემოწმება;
სპეციალური შემოწმება.
სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება მიმდინარეობს ქალაქ გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
2026-2028 სასწავლო წლის რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე, სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის 31 აგვისტოდან.
: https://eta.edu.ge/.../rezervis-umcrosi-oficris...
საკონტაქტო ინფორმაცია:
: 577 39 01 94; 599 90 15 61;
: გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ;
სამუშაო საათები:
ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00 -17:00 სთ;
პარასკევი 09:00-15:00 სთ.