მიმდინარე წელს რუმინეთში, ნიკოლაე ბალჩესკუს სახელობის სახმელეთო ძალების აკადემიაში ჩატარდა „სამხედრო ლიდერობა“ მოდულის სწავლება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ერონული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის იუნკერები.
სწავლება შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისგან, რაც მიზნად ისახავდა ლიდერული უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და კრიტიკული აზროვნების გაძლიერებას. სასწავლო მოდული დასრულდა გამოცდით, რომელიც აკადემიის იუნკრებმა წარმატებით ჩააბარეს.
მსგავსი სახის სწავლებები ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.