სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-მაიორმა თეიმურაზ მღებრიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის პარტნიორობის გაძლიერება, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე საგანმანათლებლო და პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება.

ღონისძიების ფარგლებში მობრძანებულმა სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა, სასწავლო აუდიტორიები/ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს.