ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა) წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრობის ფარგლებში, აკადემიაში გაიმართა კონფერენცია თემაზე „ ამერიკის სამხედრო სამართლის სისტემა“.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის უფროსი ბატონი მერილ შოლდერ ბლექმენი და ჯგუფის წევრები, ბატონი დევიდ ჩარლს ჰელმა და ბატონი ვილიამ რიჩარდ კლიფტონი.
კონფერენციის მსვლელობისას განხილული იქნა ამერიკის სამხედრო სამართლის სისტემის 3 პროცესი: ადმინისტრაციული ქმედება, სასამართლოს გარეშე დასჯა (არტიკლი 15) და სამხედრო ტრიბუნალი.
კონფერენციის შემდეგ, მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში სამხედრო ტრიბუნალის არსებობის საჭიროება და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა ერთმანეთს სერთიფიკატები გადასცეს.