ეროვნულ თავდაცვის აკადემიას პარაოლიმპიელი ჩემპიონი ქენდის ქეიბლი ესტუმრა. ქალბატონი ქენდის ქეიბლი არის ერთ-ერთი წარმატებული ათლეტი მსოფლიოში. 1984-1990 წლებში იგი დასახელებული იყო, როგორც ნომერ პირველი - ეტლით რბოლაში.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმარმა აკადემიის იუნკერებსა და ავღანეთის მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს ლექცია ჩაუტარა. ლექციის მთავარი თემა უნარშეზღუდული ადამიანები და სპორტი იყო. ქალბატონმა ქენდისმა, როგორც პარაოლიმპიური თამაშების ცხრა გზის ოქროს მედალოსანმა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ორგზის მედალოსანმა მსმენელებს პირადი გამოცდილება გაუზიარა.
ლექციის ბოლოს, იუნკერებმა მონაწილეობა მიიღეს ეტლებით რბოლასა და სირთულეების გადალახვაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე, ქაბატონი თამარ ქაროსანიძე და ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე, ბატონი ჯეიმს დუი.