სიახლეები

ფილმის ჩვენება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და კინოცენტრს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე, რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის “მანდარინები” ჩვენება გაიმართა. კინოჩვენებას აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერები, უმცროს ოფიცერთა და კაპიტნის საკარიერო სკოლების მსმენელები დაესწრნენ. კინოჩვენებამ სამხედროებისა და მომავალი ოფიცრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება, სადაც აფხაზეთში მცხოვრები ერთ-ერთი ესტონელის სახლში, დაჭრილი ქართველისა და ჩეჩენი ჯარისკაცის ურთიერთობაა აღწერილი.

თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეთა განათლების დონის ამაღლებაა. ამ მიზნით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები კვლავაც ინტენსიურად განხორციელდება.