სიახლეები

უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღება

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დაიწყო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მისაღები გამოცდები. გამოცდებში მონაწილეობას იღებს 148 სამოქალაქო პირი და 102 სამხედრო მოსამსახურე.

მისაღები გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე აღნიშნულ კურსზე დაგეგმილია 150-მდე მსმენელის მიღება. კურსზე მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით. უმაღლესი განათლების მქონე საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში მყოფი რიგითები, კაპრალები და სერჟანტები 30 წლის ასაკის ჩათვლით.

კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“ და მიეცემათ შესაძლებლობა დაეუფლონ სახმელეთო ჯარების, სამხედრო სამედიცინო, სამხედრო პოლიციის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალობებს.