სიახლეები

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს SIDA სწავლების პროგრამა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) სწავლების პროგრამის ფარგლებში, შვედეთის საკონსულტაციო სააგენტოსა და ქალები ქალებისთვის ხელმძღვანელობით, საქართველოს, სამხრეთ სუდანის, კოლუმბიის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ლიბერიის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) სწავლების პროგრამა - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება წარმოადგენს 5 კვირიან პროგრამას, რომელიც გაყოფილი არის ორ ძირითად ნაწილად. პირველი ნაწილის ფარგლებში, პროგრამა მიზნად ისახავს ქალების მონაწილეობის გაზრდას მშვიდობის საკითხებში, ხოლო მეორე ნაწილი - ქალების განსაკუთრებული საჭიროებების აღნიშვნის გაზრდას კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებებში.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა აკადემიის ისტორია გააცნო. თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსმა, ბატონმა გიორგი ამანათიძემ სტუმრებს თავდაცვის სფეროში გატარებული გენდერის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული რეფორმები გააცნო. აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის სასწავლო გეგმაში სწავლების - გენდერული თანასწორობის პრინციპები და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება  - შეტანის შესახებ ისაუბრა.