სიახლეები

სწავლება „უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირება“

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება სამდღიანი სწავლება  „უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირება“.

სწავლების მეორე დღე გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერმა, ქალბატონმა თამარ თავართქილაძემ გახსნა. მას ისაუბრა ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების საერთაშორისო ჩარჩოსა და ქვეყნის დონეზე მისი მნიშვნელობის გაცნობაზე.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) რეგიონალურმა ექსპერტმა სამხრეთ კავკასიაში, ბატონმა გია თორაძემ ჰუმანიტარული სამართლის, შეიარაღებული კონფლიქტების დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისა და სამხედრო მოსამსახურეების მოქმედების პრინციპები განიხილა.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ქალბატონმა ირენ ფილენმა სწავლების მონაწილეებს ნატოს პოლიტიკა ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოებასთან მიმართებაში გააცნო. გენდერის მრჩევლის მოადგილემ SHAPE-ის ოპერაციებში, ბატონმა ვერნერ რაქმა ნატოს მიერ სახელმძღვანელო სტრუქტურებში გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციასა და სხვა მასთან დაკავშირებული რეზოლუციების იმპლემენტაციის შედეგად მიღებულ გამოცდილებასა და გამოწვევბზე ისაუბრა.

სწავლების ბოლო ნაწილი ფილმის „ლოცვით დავაბრუნოთ ეშმაკი ჯოჯოხეთში“ ჩვენაბას დაეთმო. აღნიშნულ ფილმში ასახულია ლიბერიელი ქალების რეალური ისტორია და როგორ შეუძლია მოსახლეობის სამშვიდობო აქტივობებს რეჟიმის შეცვლა.