სიახლეები

სწავლების „უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირება“ დასასრული

დღეს, დასრულდა სამდღიანი სწავლება „უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირება“.

თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლობით ორგანიზებულ სწავლებაში მონაწილეობას იღებდნენ თავდაცვის სექტორში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირები.

სამდღიანი სწავლების ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას 1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება და უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სწავლების მონაწილეებს სერთიფიკატები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა თამარ ქაროსანიძემ, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქალბატონმა ქრისტინა ბელისიტემ, არასამთავრობო ორგანიზაციის ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა ელენე რუსეცკმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერმა, ქალბატონმა თამარ თავართქილაძემ გადასცეს.