დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროექტების „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ და „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის მე-2 კურსის იუნკერებს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, უფროსმა ლეიტენანტმა ლაშა ოდილავაძემ სტუმრებს აკადემიის სტრუქტურა და საქმიანობა გააცნო. მან ასევე ისაუბრა იუნკერების დღის განრიგის, აქტივობების, აკადემიაში მიღების, სტიპენდიის, გაცვლითი პროგრამების, დათხოვნისა და კონტრაქტის პირობების შესახებ.
შეხვედრის ბოლოს, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.