სიახლეები

ზაფხულის სამთო მომზადების კურსის გამოშვება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის 80-მა მსმენელმა ზაფხულის სამთო მომზადების სამკვირიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღეს.

ზაფხულის სამთო მომზადების კურსი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდა.

აღნიშნული კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული სწავლებებისგან. ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებს პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდათ სამთო რელიეფზე გადაადგილებაში, კლდეზე ცოცვის ტექნიკაში, მდინარის გადალახვაში, მდინარაზე დაშავებულის გადაყვანაში, კლდიან რელიეფზე მოწყობილ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში, კლდიდან დაშვებასა და სამთო მარშში.

უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებს სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ, აკადემიის კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა, ვასილ კოპეიკინმა, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურის მოადგილემ, მაიორმა მერაბ კაპანაძემ და ამავე სკოლის ინსტრუქტორებმა გადასცეს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის კაპელანმა, მამა თადეოზმა ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის სახელით საჩხერის სამთო მომზადების სკოლას საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა.