სიახლეები

ჯილ ჩეიმბერსი ეროვნულ თავდცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას This Able Vet LLC-ის დამაარსებელი, ქალბატონი ჯილ ჩეიმბერსი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის რეაბილიტაციის კონტროლისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა მიქაბაძე ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები საერთაშორისო მისიებსა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებს შეხვდნენ.

ვიცე-პოლკოვნიკმა მამუკა მიქაბაძემ საქართველოსა და ამერიკას შორის დაჭრილ მებრძოლთა რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

ქალბატონმა ჯილ ჩეიმბერსმა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და იუნკერებს ლექცია ჩაუტარა პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობების შესახებ. მან ისაუბრა იმ „უჩინარი ჭრილობების“ შესახებ, რომელსაც ბევრი სამხედრო მომსამსახურე იღებს ჯარში მსახურის პერიოდში. ჯილ ჩეიმბერსმა, ასევე განიხილა ის სტრატეგიები და არაფარმაცევტული ალტერნატივები, რასაც ამჟამად იყენებენ პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობების დასაძლევად.