სიახლეები

ლატვიისა და ლიტვის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ბატონი რაიმონდ ვეიონისი, ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი მარიუს ველიჩკა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი მიხეილ დარჩიაშვილი ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები აკადემიის კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პოლკოვნიკ ვასილ კოპეიკინს შეხვდნენ და აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.