სიახლეები

სასწავლო ბატალიონის საველე-პრაქტიკული სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის იუნკერებმა კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთკვირიანი საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს.

სწავლება მიზნად ისახავს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას. საველე სწავლების ფარგლებში, იუნკერებმა გაიარეს სიტუაციური სწავლება შეტევასა და საპატრულო ბაზის დაკავებაში. 

აღნიშნული სწავლების პერიოდში იუნკერები მოქმედებდნენ და ფასდებოდნენ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფის ათეულისა და ოცეული მეთაურის როლში.