დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ხელმძღვანელობამ და მსმენელებმა 2008 წელს სოფელ შინდისში დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის მემორიალი მოინახულეს. უმცროს ოფიცერთა სკოლის წარმომადგენლებმა დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
შინდისში დაღუპული გმირები სენაკის II ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ. ისინი მრავალარიცხოვან მოწინააღმდეგესთან შეტაკების შედეგად დაიღუპნენ.