დღეს, დასრულდა სწავლება ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.
აღნიშნული სწავლება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა. პრინც კონსორტის ბიბლიოთეკის საინფორმაციო მომსახურების უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა რეიჩელ ბრაუნმა აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის 4 დღიანი სწავლება ჩაატარა, რომელიც მოიცავდა ეფექტური ძებნის სტრატეგიებს, მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიას, რესურსების ევოლუციას, ინტერნეტსა და კოლექციის განვითარებას.
სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები ქალბატონმა რეიჩელმა გადასცა.
სერთიფიკატების გადაცემას დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე საქართველოში, ბატონი ჯონ გედისი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს თანაშემწე, შტაბის სერჟანტი სკოტ მაინარდი და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბატონი ზურაბ აგლაძე დაესწრნენ.