საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ბატონი იუზას ოლეკასი.
ლიტველ სტუმარს აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა ლიტვის თავდაცვის მინისტრს აკადემიის დაარსების ისტორია, სტრუქტურა, არსებული სამხედრო და სამოქალაქო სკოლები და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ლიტვის სამხედრო აკადემიასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი მიხეილ დარჩიაშვილი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
შეხვედრის ბოლოს, ბატონმა იუზასმა აკადემიის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა.