სიახლეები

საკადრო პოლიტიკის ექსპერტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ არაკომერციული ორგანიზაცია „რანდი“-ს ექსპერტები საკადრო პოლიტიკის საკითხებში. აღნიშნული ორგანიზაცია  სამთავრობო უწყებებს ეხმარება საფუძვლიან კვლევასა და ანალიზზე დაფუძნებით გააუმჯობესონ მათი  პოლიტიკა.

საკადრო პოლიტიკის საკითხების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით  თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების და გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტები მჭიდროდ თანამშრომლობენ ამერიკელ ექსპერტებთან.

დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი ექსპერტები გაეცნენ აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების საკადრო პოლიტიკას, საქმიანობასა და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების და გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტებთან თანამშრომლობის შედეგად განხორციელებულ ღონისძიებებს. მათ ასევე მიეცათ საშალება დაეთვალიერებინათ აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.