სიახლეები

სემინარი გენდერული მრჩევლებისთვის

დღეს დასრულდა ორდღიანი სემინარი თავდაცვის სფეროში მყოფი ყველა გენდერული მრჩევლისთვის, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნულ სემინარს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ ქაროსანიძე ესწრებოდა.

შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) საერთაშორისო ექსპერტები, ქალბატონი მეგან ბასტიკი და ბატონი დენიელ დე ტორესი სემინარის მონაწილეებს გენდერული მრჩევლის ფუნქცია-მოვალეობების იდენტიფიცირებასა და მათი საქმიანობის დაგეგმვაზე ესაუბრნენ.

მონაწილეებს ასევე ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ თავდაცვის სამინისტროში წარმოებული გენდერული აუდიტის წინასწარ შედეგებს.