სიახლეები

სწავლება აკადემიის ხელმძღვანელობისთვის

„პარტნიორობა მშვიდობისთვის“ კონსორციუმისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, აკადემიის ხელმძღვანელობისთვის ჩატარდა ოთხდღიანი სწავლება თემაზე „ლიდერიზმი“.

აკადემიის ხელმძღვანელობისთვის სწავლება „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ კონსორციუმის ინსტრუქტორების ჯგუფმა, მეთაურმა ანდრეას ჰილდენბრანდმა და დოქტორმა ირინა ლისიჩკინამ ჩაატარეს.

სწავლების მსვლელობისას, მონაწილეებს მიეცათ საშუალება დეტალურად გაცნობოდნენ მმართველობის სხვადასხვა ფორმებს, მმართველობას როგორც პროცესსა და სტრესის მართვას, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით.