ქალთა ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მმართველი რგოლის წარმომადგენლებისთვის, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებისთვის ჩატარდა სწავლება გენდერული თანასწორობის პრინციპებზე.
ტრენერები მონაწილეებს ესაუბრნენ გენდერული თანასწორობის ზოგად პრინციპებსა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №1325 შესახებ. მონაწილეები, ასევე გაეცნენ 2012-2015 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელი გემებს, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ CEDAW კონვენციის ვალდებულებებსა და სამოქმედო გეგმას.
სწავლებაზე, ასევე განხილულ იქნა გენდერული სტერეოტიპები, დისკრიმინაცია და ძალადობა.