სიახლეები

ფილმის ჩვენება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ამერიკელი რეჟისორის, ბატონი ჯეისონ დასილვას დოკუმენტური ფილმის „როდესაც მე დავდივარ“ ჩვენება გაიმართა.

ფილმის ჩვენებას საბაკალავრო სკოლის პირველი და მეორე კურსის იუნკერები ესწრებოდნენ.

25 წლის ასაკში ბატონ ჯეისონს დაუდგინდა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი. დაავადებასთან გამკლავების მიზნით რეჟისორმა გადაწყვიტა გადაეღო ფილმი, რომელიც ასახავდა მის დაავადებასა და ცხოვრებას დიაგნოზის დადგენის შემდეგომ. აღნიშნული ფილმის გადაღება 7 წელი გრძელდებოდა.

ჯეისონ დასილვას რეჟისორობით გადაღებული ფილმი შერჩეულ იქნა 2014 წლის სანდანსის კინოფესტივლისთვის ფილმს ასევე აღებული აქვს საუკეთესო კანადური ნამუშევრის ჯილდო.   

ჩვენების დასრულების შემდეგ ბატონმა ჯეისონმა, იუნკერებს ფილმის გადაღებასთან დაკავშირებული საინტერესო ამბები უამბო და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. მან ასევე ისაუბრა მის მიერ შექმნილი აპლიკაციის “AXSMap“-ის შესახებ, რომელიც ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს მოიძიონ დაწესებულებები, რომელთაც გააჩნიათ ინვალიდის ეტლისთვის მისადგომი ადგილები.