სიახლეები

ეფექტური კომუნიკაციის უნარების ტრენინგი

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვის ტარდება  „ეფექტური კომუნიკაციის უნარების ტრენინგი“. სამდღიანი ტრენინგი აკადემიის რექტორის მოადგილემ, ბატონმა ერეკლე ჩიგოგიძემ გახსნა.

სწავლების მიზანია აკადემიის, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პერსონალისთვის კომუნიკაციის უნარების განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პოზიტიური დამოკიდებულებით მიზანმიმართული გზავნილის გადაცემას, ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის პრევენციას, არავერბალური „სიგნალების“ ამოცნობასა და შესაბამისი რეაგირების მოხდენას.  

ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის მოწვევით  ტრენინგს ატარებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 დეპარტამენტის ჯარების მორალურ-ფსიქოლოგიურ მხარდაჭერის სამმართველოს, სოციალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, ქალბატონი ნინო ჯაფარიძე.