სიახლეები

ბრიტანეთის სამეთაურო-საშტაბო კურსის ვიზიტი აკადემიაში

დღეს, საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ორი ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის რექტორმა პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა და გენერალურმა დირექტორმა, ვიცე-ადმირალმა დუნკან პოტსმა მოაწერეს ხელი.

აკადემიაში, ასევე სტუმრად იმყოფებოდნენ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქალბატონმა ქეთევან ციხელაშვილმა და  საგანგებო დავალებათა ელჩმა, ბატონმა ირაკლი გივიაშვილმა  ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ. მათ ყურადღება გაამახვილეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რეინტეგრაციისა და  ნდობის აღდგენის პროცესებზე. 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა, ბატონმა ჰაი შელოუმ კურსის მსმენელებს გამოცდილება გაუზიარა საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის ინსტრუქტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ყალიჩავამ.  

მსნელებს, ასევე მიცათ საშუალება გაცნობოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაარსების ისტორიას, სტრუქტურას, არსებულ სამხედრო და სამოქალაქო სკოლებსა და აკადემიის სამომავლო გეგმებს.