ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის პროექტის “გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი „გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოების სექტორში“.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ტრენერმა, ბატონმა მამუკა გაჩეჩილაძემ და გენდერული საკითხების ექსპერტმა, ქალბატონმა ლელა ხომერიკმა ტრენინგის ფარგლებში განიხილეს გენდერული თანასწორობა, პოლიტიკა და მეინსტრიმინგი, მათ ასევე ისაუბრეს გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებზე.
ცენტრის დირექტორი, ქალბატონი ელენე რუსეცკაია აკადემიის თანამშრომლებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №1325 და ქალებზე ძალადობის შესახებ ესაუბრა. აკადემიის ადმინისტრაციის ხემძღვანელმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა ტრენინგის მონაწილეებს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ გენდერული თანასწორობის კუთხით გატარებული ღონისძიებები გააცნო.
აღნიშნული პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფინანსდება.