სიახლეები

ბალტიის თავდაცვის კოლეჯის ლექტორი სტუმრად აკადემიაში

საქართველოსა და შვედეთს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, დღეს, აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ბალტიის თავდაცვის კოლეჯის ლექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი მატიას იარვერი.

ვიცე-პოლკოვნიკმა იარვერმა საბაკალავრო სკოლის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე „ლიდერიზმი საერთაშორისო გარემოში“. ლექციის მსვლელობისას მან განიხილა კარგი ლიდერისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, პირდაპირი და არაპირდაპირი ლიდერიზმი.

აღნიშნულმა ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია მომავალ ოფიცრებში. ლექციის დასასრულს, იუნკერებს საშუალება მიეცათ სტუმრისთვის დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.