სიახლეები

გენდერის საკითხებში ტრენერთა ტრენინგის დახურვა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დასრულდა „გენდერის საკითხებში ტრენერთა ტრენინგი“. რეგიონალურ სწავლებში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 13 წარმომადგენელმა.

სწავლების მიზანს წარმოადგენს ტრენერების მომზადება, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში, არსებული სამოქმედო გეგმების ფარგლებში, გენდერის საკითხებზე სწავლებებს ჩაუტარებენ თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებს.

10 დღიანი ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გენდერული თანასწორობის საკითხებს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, ნატოს სტრატეგიული სარდლობის 40-1 დირექტივას, შეიარაღებული კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის თემას, სამშვიდობო ოპერაციებსა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინებას.

ტრენინგის მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება აკადემიის კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა მიულოცა. მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულების შესაბამისი სერთიფიკატები სამხედრო ოპერაციებში გენდერის სკანდინავიური ცენტრის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იან დანმურეიმ გადასცა.