სიახლეები

მასტერ სერჟანტ რენდოლფ ტაისონის ლექცია სპიკერების პროგრამის ფარგლებში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა აშშ-ის სპეციალური ძალების გადამდგარი მასტერ სერჟანტი რენდოლფ „როკი“ ტაისონი.

მასტერ სერჟანტმა ტაისონმა კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებსა და საბაკალავრო სკოლის იუნკერებს ლექცია წაუკითხა თემაზე: „ლიდერიზმი სამხედრო ცხოვრებაში“.

ლექციის მსვლელობისას მან ისაუბრა ლიდერისთვის დამახასიათებელ თვისებებზე და პირადი გამოცდილების საფუძველზე აუდიტორიას აჩვენა კარგი და ცუდი ლიდერის მაგალითები.

ლექციის დასასრულს, მასტერ სერჟანტმა ტაისონმა სამხედრო მოსამსახურეების მიერ გამოჩენილ სიმამაცეზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ იყო კარგი ლიდერი.