სიახლეები

პროფესორ კევინ ჯონ ჰელერის ლექცია სპიკერების პროგრამის ფარგლებში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება „სპიკერების პროგრამა“. დღეს, ლონდონის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორმა კევინ ჯონ ჰელერმა კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს ლექცია წაუკითხა, თემაზე: „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ ინიცირებული გამოძიება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე“. იგი ოფიცრებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების შესახებ ესაუბრა.

მოგვიანებით, პროფესორი ჰელერი აკადემიის იუნკერებს შეხვდა, სადაც განიხილა ომის კანონები და ასევე ისაუბრა საბრძოლო ვითარების დროს მისაღები და მიუღებელი ქმედებების შესახებ.

საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი კევინ ჯონ ჰელერი ლექციებს ასევე წაიკითხავს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრსა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.